გავიდა 50 წელი მერლინ მონროს სიკვდილიდან
2012 წლის 5 აგვისტოს შესრულდა ზუსტად 50 წელი ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის მერილინ მონროს სიკვდილის დღიდან. გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე ინტერესი მსახიობის ცხოვრების და მისი სიკვდილის გარემოებების მიერ არ შენელებულა. ბევრი მის ტალანტს ეჭვის ქვეშ აყენებდა, მაგრამ ძალიან ცოტა იყო მის თანამედროვეობაში ისეთი მსახიობი, რომელიც სარგებლობდა ასეთივე პოპულარობით. მის ცხოვრებას საგადამღებო მოედნის მიღმა ნაკლებად შესაძლებელია ვუწოდოთ ბედნიერი, მიუხედავად იმისა რომ მისი ცხოვრება უკავშირდებოდა იმ დროის ყველაზე გამოჩენილ და ნიჭიერ მამაკაცებს. დავა იმის შესახებ, რომ მისი სიკვდილი იყო თვითმკვლელობა, სამწუხაროდ განვითარებული გარემოებების შედეგი თუ დაგეგმილი დანაშაული კვლავ გაგრძელდება უსასრულობამდე. სწორედ ეს არის ყველაზე თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ ლეგენდა მერილინ მონრო კვლავ აღელვებს მაყურებელთა ახალ–ახალ თაობებს. | |||||
ნანახია: 449
| რეიტინგი: 0.0/0 | |
|