StarS.Do.aM

  • მთავარი
  • სურათები
  • ფილმები
  • ვიდეოები
  • მუსიკები
  • სიახლეები
  • თამაშები
  • მომხმარებელი
    • შესვლა
    • სწრაფი რეგისტრაცია
    • თხოვნები
    • კონტაქტი
  • დაამატე სიახლე
    • სურათი
    • ვიდეო
    • სტატია
stars.do.am



რიანა სუნამოს ლიმიტირებულ სერიას უშვებს

რიანა არა მხოლოდ ალბომზე, კლიპებზე და კოლექციებზე მუშაობას ასწრებს, პარფიუმერულ ხაზსაც ამუშავებს. მომღერალი სუნამოს „777 Nude by Rihanna Diamonds" ლიმიტირებულ სერიას გვთავაზობს.

კოლექცია მხოლოდ 777 ცალისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს უნიკალური ნომერი და რიანას ავტოგრაფი აქვს. მომღერალს პარფიუმის შექმნის იდეა საგასტროლო ტურნეს დროს დაებადა, რომლის დროსაც მან 7 კონცერტი 7 სხვადასხვა ქალაქში 7 დღეში გამართა.

სუნამოს სურნელი სრულად იმეორებს 2012 წელს გამოსული პარფიუმის „Nude" სურნელს - ეს არის მსხლის, მანდარინის, გუავას, ფორთოხლის, ჟასმინის და გარდენიას არომატის მიქსი. მთავარი ნოტი კი ვანილის ორქიდეაა.

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
დაამატა: rati |
ნანახია: 462 | რეიტინგი: 0.0/0
  • კომენტარები 0
  • facebook კომენტარები
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]