ქსელში მაილი საირუსის ახალი ფოტოები გავრცელდა. მომღერალი მოდური გამოცემისთვის V გაშიშვლდა. აღსანიშნავია, რომ მაილიმ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „სექსი კარგად იყიდება, მაგრამ ამისთვის უნდა მონახო გზა, რათა მკერდი უბრალოდ არ მოიშიშვლო".
ამჟამად მომღერალი ახალი მასალის შექმნით არის დაკავებული, რომელიც მომავალი ფირფიტისთვის არის განკუთვნილი. თუ პროდიუსერებს დავუჯერებთ, ახალი ალბომი მსმენელისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება და კრიტიკოსებს გააოცებს.
ერთ-ერთი ახალი სიმღერის ავტორი ცნობილი პროდიუსერი ფარელია. დისკის სახელწოდება და რელიზის თარიღი უცნობია.
„ისინი დაქორწინებას აპირებენ ივნისში. მაგრამ, მათ პრობლემები შეექმნათ. შემდეგ გადაწყვიტეს რომ ეს ყველაფერი ქორწინებამდე მოეგვარებინათ" - აცხადებს არტისტების მეგობარი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაილის და ლიამის მეგობრები აცხადებენ, რომ წყვილი არ არის მზად ოჯახის შესაქმნელად. ორივე ახალგაზრდას მშობლები ამას ძალიან განიცდიან... მათ არ სურთ, რომ წყვილი დაქორწინდეს და შემდეგ გაუგებრობის გამო დაშორდეს ერთმანეთს.
მეგან ფოქსი მაიკლ ბეის ახალ პროექტში 'კუ ნინძები' ჟურნალისტის - ეიპრილ ო'ნილის როლს თამაშობს. ამ როლის გამო მსახიობმა თმა მუქ წითურ ფრად შეიღება და აღარაფერს ამბობს იმის თაობაზე, არის თუ არა ბეი გადასაღებ მოედანზე 'ჰიტლერი'. პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს მეგანს და კუ-ნინძების შემსრულებელ მსახიობებს, მაშინ, როცა ისინი გადასაღებ მოედანზე მოიდიოდნენ.
ამერიკელი მომღერლის და მსახიობის,დემი ლოვატოს მეოთხე სტუდიურ ალბომში „DEMI" 13 კომპოზიცია იქნება შესული. მათ შორისაა ტოპ-სინგლი „Heart Attack", ახალი კომპოზიცია „Made in the USA" და დუეტი შერ ლოიდთან „Really Don't Care". ფირფიტის რელიზი 14 მაისს არის დაგეგმილი.
ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მაიამის სანაპიროზე
13.05.2013
ამ წყვილის ხილვა პრესის ფურცლებზე არც ისე ხშირად არის შესაძლებელი - ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი პირად ცხოვრებას გამუდმებით ასაიდუმლოებენ. ლათინოამერიკელი მომღერალი და ჩოგბურთელი გოგონა კი უკვე 10 წელია ერთად არიან!
ახლა კი პაპარაცებმა შეყვარებული წყვილი მაიამის სანაპიროზე დააფიქსირეს. 37 წლის ენრიკე და 31 წლის ანა სულაც არ მოხიბლულან ფოტოკამერების დანახვით და ცდილობდნენ დამალულიყვნენ...
ერთი რამ მაშინვე თვალშისაცემია - წყვილი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს ერთად და ერთად გატარებული ამდენი წლის მიუხედავად, ერთმანეთი ძალიან უყვართ...
კრის ბრაუნი და რიანა ყველანაირად ეცადნენ რომ აღედგინათ ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ მათ არაფერი გამოუვიდათ. მომღერალმა პირადად დაადასტურა მათი დაშორება.
'ბოლოსდაბოლოს, პატარა თავისი საქმით არის დაკავებული, ის გასტროლებზეა, - ამბობს ბრაუნი. - ეს ყოველთვის სიყვარულად დარჩება. მე ზრდასრული კაცი ვარ. მე მჭირდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდე წინ'. 'მე ყოველთვის მეყვარება ის, მაგრამ ადამიანები შეიძლება ერთმანეთს არ გავდნენ, მათ სხვადასხვა მოთხოვნილებები და სურვილები აქვთ. ბოლოსდაბოლოს ის ახალგაზრდა გოგოა. მე არ შემიძლია სერიოზულად ვიფიქრო ქორწილზე ასეთ ახალგაზრდა ქალთან. მეც ახალგაზრდა ვარ. მე ჯერ ამაზე კონცენტრირება არ შემიძლია. მე უნდა განვითარდე, ვიყო კაცი და გავხდე უკეთესი კრის ბრაუნი'.
Britney Spears-ი კვლავ ახერხებს საზოგადოების გაოცებას. ამჯერად მომღერალს ამის საშუალება ჟურნალმა ”Shape”-მა მისცა. პოპ ვარსკვლავმა გამოცემისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საცურაო კოსტიუმში გვევლინება.
რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ Britney-ზე, რაც არ უნდა კარგად გვახსოვდეს მისი ექსცენტრიული გამოხტომები, მომატებული კილოგრამები და კრიტიკას არ ვიშურებდეთ მისი ვოკალური მონაცემებისადმი უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა მართალც შესანიშნავად გამოიყურება, მისი სხეული კი ისეთივეა, როგორც 2003 წელს.
”Shape”-თან ინტერვიუში მომღერალმა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ხერხებსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ისაუბრა.
იმედი ვიქონიოთ, რომ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით სხეულის იდეალურ ფორმებს დიდხანს შეინარჩუნებს და კვლავ ძველი Britney იქნება
შეგიძლიათ თამამად დაგუგლოთ სახელი: ნუკი კოშკელიშვილი და მონიკა ბელუჩისა და ადრიანა ლიმას მაგივრად სწორედ ქართველი ტელეწამყვანის სექსუალური სხეულის ცქერით დატკბეთ...
ნუკიმ გაიხადა, უფრო სწორედ ზედმეტი სამოსი გაიხადა და სწორედაც მოიქცა. კიკალას სტუდიოს შექმნილი ახალი პორტფოლიო არც ერთ მსოფლიო დონის სთარისას არ ჩამოუვარდება, შესაბამისად არც გოგოც. ფოტოებს თავად მამუკა კიკალიშვილი იღებდა. ნუკის იმიჯი კი ახალგაზრდა დიზაინერს და იმიჯმეიკერს - ლადო ბოკუჩავას ეკუთვნის.
ამჯერად პაპარაცების ობიექტივში კამერონ დიაზი მოხვდა. მსახიობი მონაწილეობს ახალ ფილმში 'სხვა ქალი'. მისი კინო გმირი აღმოაჩენს, რომ ის ერთად-ერთი არ არის თავისი ბოიფრენდისთვის, უარესიც, მას ცოლი ყავს! ტირილის და დარდის მაგიერ, მოტყუებული ქალი ასევე მოტყუებული ცოლის მოკავშიე ხდება და ერთად გეგმავენ მამაკაცის დასჯას. კამერონის და მისი პარტნიორის ლესლი მანის ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, ლესლი ნამდვილად გავს მოტყუებულ ცოლს, ხოლო დიაზი საყვარელს.
ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თრექი „Right Now" რიანას ალბომის „Unapologetic" მხარდასაჭერად გამოსული შემდეგი სინგლი იქნება. კომპოზიცია ფრანგ დიჯეისთნ, დევიდ გეტასთან ერთად ჩაიწერა.
სინგლზე „Right Now" დიჯეის გარდა მუშაობდნენ პროდიუსერები The-Dream, StarGate, მუსიკოსები Ne-Yo, Nicky Romero და Giorgio Tuinfort.
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სინგლის სახით გამოვა, ჩარტებში მან უკვე მიაღწია წარმატებებს: ბრიტანულ ტოპ-ლისტში კომპოზიცია 36-ე პოზიციაზეა, ამერიკულ რეიტინგში კი, 19 ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ სიმღერამ გაყიდვების პქროს სერთიფიკატი მიიღო ავსტრალიაში.
შეგახსენებთ, რომ რიანას მეშვიდე ალბომი „Unapologetic" გასული წლის იანვარში გამოვიდა.