ცნობილია, რომ ჯგუფ "ასტუდიოს ქართველ სოლისტს ქეთა თოფურიას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. თუმცა, ამჯერად მომღერალმა ტრადიციას უღალატა და ჟურნალს „OK!" გულახდილი ინტერვიუ მისცა.
მედიაში უკვე არაერთხელ დაიბეჭდა ქეთას საიდუმლო ქორწინების შესახებ. გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა ბიზნესმენ ლიოვა გეიხმანს გაჰყვა ცოლად. ხმები კვლავ ჭორი აღმოჩნდა, ქეთა ნამდვილად დანიშნულია, მაგრამ ქორწილი არ ყოფილა.
„ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება იმიტომ არის პირადი, რომ საჯარო არ იყოს. საქართველოში ამბობენ, რომ ნამდვილ სიყვარულს მალვა უნდა... და აი ჩვენც ვცდილობდით, რომ დაგვემალა" - გულწრფელად აღიარებს ქეთა.
მომღერალი აღნიშნავს, რომ ხელის თხოვნის მომენტი არასოდეს დაავიწყდება, დაკონკრტებისგან თავი შეიკავა, რადგან თვლის, რომ ეს პირადულია. თუმცა, ხასგასმით ამბობს, რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო... ლიოვას ეს ძალიან ოროგინალურად გამოუვიდა...
თავად საქმრო საკუთარ პერსონაზე ლაკონურად პასუხობს: დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში, დაკავებულია საბანკო და საინვესტიციო საქმიანობით. უფრო დიდი ემოციურობით იხსენებს ქეთასთან პირველ შეხვედრას: „როდესაც ქეთა პირველად დავინახე, გავგიჟდი... დღემდე ეს სიგიჟე მომყვება. მაშინ ძალიან მომეწონა - ისეთი არარეალური იყო, ისეთი ლამაზი..."
„ჯერ კიდევ ვკამათობთ ქორწილის დეტალების შესახებ... იყოს თუ არა ცერემონია გრანდიოზული. ალბათ საბოლოოდ, ვიწრო წრეში აღვნიშნავთ. რადგან დიდ ქორწილში ყველა ერთობა შენს გარდა... ჩემი მეგობრები თავიანთ ქორწილებში ამბობდნენ, რომ დაიღალნენ... არ მინდა მეც ასე დამემართოს! მინდა ეს დღე დამამახსოვრდეს!" - აცხადებს ქეთა.
შეგახსენებთ, რომ ქეთამ ჯგუფის „А-Студио" სოლისტი პალინა გრიფიტსი 2005 წლის მარტიდან შეცვალა.
ქეით პერი სარეკლამო კომპანიას 2 მლნ. დოლარს ედავება
05.05.2013
ქეთი პერი პატივს სცემს ქველმოქმედებას, მაგრამ მისი შრომით გამომუშავებულ ფულზე უარის თქმას არ აპირებს – სწორედ ასეთი მიდგომა აქვს მომღერალს თმის მოსავლელი საშუალებების ბრენდის Good Hair Day მიმართ, რომელთაც არტისტთან კონტრაქტის გაწყვეტა დააპირა.
მარკასთან თანამშრომლობის დროს ქეითმა 4,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა, თუმცა მისი აზრით მას დამატებით ორი მილიონი ეკუთვნის.