ჯეი ლოს კლიპის გადაღებებზე მოულოდნელად სროლა ატყდა
10.05.2013
ჯენიფერ ლოპესის სამუშაო დღე უსიამოვნებებით დაიწყო. კლიპის გადაღებები კომპოზიციაზე „Live It Up“ სროლის გამო შეჩერდა... სწორედ მაშინ, როდესაც ჯეილო პრესის ერთერთ წარმომადგენელთან საუბრობდა, უმისამართო სროლა დაიწყო...
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილზე მაშინვე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ამჟამად გამოძიებას აწარმოებს.
ამჟამად ჯეილოს ამ ინციდენტის გარდაც რთული პერიოდიო აქვს - ვარსკვლავს დედასთან, გვადალუპესთან შელაპარაკება მოუვიდა. მიზეზი კი კასპერ სმარტი გახლდათ, რომელიც ჯენიფერს ბავშვის აყვანას სთავაზობს, რითაც სულაც არ მოხიბლულა არტისტის დედა.
ჯენიფერ ლოპესმა ახალი სინგლის დეტალებზე ისაუბრა. ამერიკელი არტისტი აცხადებს, რომ მზად არის ახალი თრექის გამოსაცემად, რომლის პროდიუსერია ჰიტმეიკერი RedOne და კორი რუნი.
„მზად ხართ სიახლისთვის? ახალი სიმღერა იმაზე ადრე გამოვა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! RedOne და კორი რუნი – ეს ის დუეტია, რომელზედაც უნდა იოცნებო!" – წერს მომღერალი.
„დღეს გავიარეთ რეპეტიცია ჯეი ლოს ახალი სინგლის ვიდეოსთვის"– დაწერა ოდნავ მოგვიანებით მომღერლის ბოიფრენდი კასპერი სმარტი მის მიკრობლოგზე.
შეგახსენებთ, რომ RedOne ჯენიფერის ალბომის Love? პროდიუსერია.
ჯეილოს ახალი ალბომის რელიზი და სახელწოდება ჯერ–ჯერობით უცნობია.
ჯესიკა ბილი ფრანგული Cosmopolitan–ის სექტემბრის ნომერში გამოჩნდა. 30 წლის მსახიობმა თავის სამუშაოზე ისაუბრა:' იყო რამდენიმე ცუდი მომენტი, მაგრამ საბედნიეროდ არც ქეითთან (ბეკინსეილი) და არც კოლინთან (ფალერი). მე დამოუკიდებლად ვასრულებდი თითქმის ყველა ილეთს, რისი გაკეთების უფლებაც რეჟისორმა მომცა. კამერის წინ დავფრინავდი სპეციალური დაზღვევით. ჩემი დუბლიორი შესანიშნავი ჯანინ კარლეტონი იყო, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა'.