Britney Spears-ი კვლავ ახერხებს საზოგადოების გაოცებას. ამჯერად მომღერალს ამის საშუალება ჟურნალმა ”Shape”-მა მისცა. პოპ ვარსკვლავმა გამოცემისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საცურაო კოსტიუმში გვევლინება.
რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ Britney-ზე, რაც არ უნდა კარგად გვახსოვდეს მისი ექსცენტრიული გამოხტომები, მომატებული კილოგრამები და კრიტიკას არ ვიშურებდეთ მისი ვოკალური მონაცემებისადმი უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა მართალც შესანიშნავად გამოიყურება, მისი სხეული კი ისეთივეა, როგორც 2003 წელს.
”Shape”-თან ინტერვიუში მომღერალმა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ხერხებსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ისაუბრა.
იმედი ვიქონიოთ, რომ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით სხეულის იდეალურ ფორმებს დიდხანს შეინარჩუნებს და კვლავ ძველი Britney იქნება
ბიონსემ ფოტოგრაფებს კონცერტებზე სურათების გადაღება აუკრძალა
05.05.2013
ბიონსემ უცხო ფოტოგრაფებს მის ახალი მსოფლიო ტურის „Mrs. Carter"-ის კონცერტების გადაღებაზე უარი განუცხადა. პრესას შეუძლია იმუაშაოს და გამოიყენოს მხოლოდ მომღერლის პირადი ფოტოგრაფების მასალები. ეს ინფორმაცია გაზეთმა „The Guardian"- მა გაავრცელა, რომელმაც მომღერლისა და საკონცერტო დარბაზების კონტრაქტის ის პუნქტები გამოაქვეყნა, რომელშიც ამ თემაზეა შეთანხმება.
გამომცემლობა თვლის, რომ ბიონსეს ეს გადაწყვეტილება პრესაში მისმა წარუმატებელმა ფოტოებმა გამოიწვია.
ქსელში ბრიტნი სპირსის მორიგი ცელულიტებიანი ფოტოები გამოჩნდა
05.05.2013
პაპარაცებმა ბრიტნი სპირსი კალიფორნიაში დააფიქსირეს, სადაც პოპ-ვარსკვლავი სპორტდარბაზს ტოვებდა. ფოტოებზე აღბეჭდილია მომღერლის ცელულიტებიანი ფეხები, რომლებმაც ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია..
ბიონსე მეუღლესთან Jay-Z-თან და ქალიშვილ ბლიუ აივისთან პაპარაცებმა პარიზში ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ რესტორანი სახელწოდების მიმანიშნებელი აბრის გარეშე იყო. მხოლოდ შესასვლელ კარზე იყო გამოკრული А4 ფორმატის ფურცელზე ამობეჭდილი მენიუ. სწორედ ამ ფურცლიდან ხდება გასაგები, რომ ობიექტის დასახელება არის - Septime. ყოველივე ამასთან ერთად, საინტერესო იყო ბიონსეს პატარას ნახვა, რომელიც საკმაოდ გაზრდილია.
ჟურნალმა ”International Business Times”-მა გაარკივა, ვინ არის შოუ ბიზნესის წარმომადგენელ წყვილს შორის ყველაზე მდიდარი. ეს ბ ბიონსეს და ჯეი-ზის წყვილი აღმოჩნდა. მათი შემოსავალი მირლიარდს აჭარბებს. წყვილი დაქორწინებამდეც მდიდარი იყო, მაგრამ შეუღლების შემდეგ მათი კარიერა კიდევ უფრო სწრაფად წავიდა წინ. ეხლა ბიონსეს ტური აქვს, თანამშრომლობს კომპანიებთან Pepsi და H&M – ყველაფერი ეს დიდი შემოსავლის წყაროა. პრესის მასალებს თუ დავუჯერებთ, ბიონსეს ”The Mrs Carter Show”-ს ტურიდან 116 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი ექნება. ასევე ექვნიშნაა უნდა იყოს კომპანია H&M-თან გაფორმებული კონტრაქტიც. რაც შეეხება ჯეი-ზის, ნამდვილად არ ჩამოუვარდება შემოსავლებით მეუღლეს. ის კომპანია ”Roc Nation”-ის დამფუძნებელი, ღამის კლუბ 40/40-ის თანამფლობელი, მოდური ლეიბლი ”Rocawear”-ის შემქმნელი და ხმისჩამწერი სტურიდა ”Def Jam Recordings”-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. მუსიკოსი შემოსავალს ასევე იღებს საკალათბურთო კლუბისგან ”ბრუკლინს ნეტს”, როლის მეწილეც ის გახლავს. მთელი თავისი მუსიკალური და საპროდუსერო კარიერის მანძილზე ჯეი-ზიმ გაყიდა თავისი ალბომების დაახლოებით 50 მლნ. კოპია მთელს მსოფლიოში. ეს წყვილისთვის ყველაზე მდიდარის ტიტულის მოპოვების პირველი შემთხვევა არ არის. 2012 წელს ”Forbes”-მა ისინი დაასახელა ყველაზე მაღალანაზღაურებად წყვილად.
ბრიტნი ყოველ დღეს ახალ ბოიფრენდთან, დევიდ ლუკადოსთან ერთად ატარებს... თუმცა, რომატიულ საღამოებს და რესტორანში ვახშმობას წყვილი სუპერმარკეტებში საყიდლებზე სიარულს არჩევს...
Jay-Z და ბიონსეს ერთი წლის წინ ქალიშვილის სახელის, ბლუ აივის (Blue Ivy) სავაჭრო ნიშნად დაპატენტების მცდელობა უკვე ჰქონდათ. მაშინ ვარსკვლავურ წყვილს როგორც იტყვიან კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და არაფერი გამოუვიდა. ახლა მათ კვლავ შეიტანეს ახალი მოთხოვნა შესაბამის სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ წყვილს იმიტომ ეთქვა უარი სავაჭრო მარკად დარეგისტრირებაზე, რომ მსგავსი სახლობის მარკა ამერიკაში უკვე არსებობს. ამჯერად მეუღლეებს სურვილი აქვთ ქალიშვილის სრული სახელი - Blue Ivy Carter დაარეგისტრირონ.
კომპანიამ H&M წარმოადგინა ახალი სურათები სადაც ბიონსე კომპანიას საზაფხულო რეკლამას უკეთებს. რთული მისახვედრი არ არის, რომ მომღერალი საცურაო კოსტიუმებს უკეთებს დემონსტრირებას. ამჯერად, ის მხოლოდ მოდელი არ არის, მან დიზაინერის როლიც მოირგო.
"მე ყოველთვის მომწონდა, რომ H&M ყურადღებას მხიარულ და ხელმისაწვდომ მოდაზე ამახვილებს. მე მართლა ძალიან მომეწონა კოლექცია, რომელზეც ვიმუშავეთ",- განაცადა ბიონსემ.
ბიონსე საკუთარი ფიგურის შესახებ ჟურნალში Shape. აპრილი 2013
15.04.2013
ბიონსე ჟურნალი Shape–ის აპრილის ნომრის ერთ–ერთი მთავარი გმირი გახდა. მომღერალმა თავისი ფიგურის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაუბრუნდა ძველ ფორმებს ორსულობის შემდეგ. „მე წონის დასაკლებად არც თუ ისე ბევრი დრო მქონდა, რადგან შოუს გამართვა მშობიარობიდან სამ თვეში დავგეგმე. მეორედ ამას აღარ გავაკეთებდი. მე იმ ადამიანებს არ ვეკუთვნი, რომლებიც ბუნებამ კარგი ფიგურით დააჯილდოვა, მე მუშაობა მიწევს რომ საკუთარი თავი ფორმაში მყავდეს".