კრის ბრაუნი და რიანა ყველანაირად ეცადნენ რომ აღედგინათ ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ მათ არაფერი გამოუვიდათ. მომღერალმა პირადად დაადასტურა მათი დაშორება.
'ბოლოსდაბოლოს, პატარა თავისი საქმით არის დაკავებული, ის გასტროლებზეა, - ამბობს ბრაუნი. - ეს ყოველთვის სიყვარულად დარჩება. მე ზრდასრული კაცი ვარ. მე მჭირდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდე წინ'. 'მე ყოველთვის მეყვარება ის, მაგრამ ადამიანები შეიძლება ერთმანეთს არ გავდნენ, მათ სხვადასხვა მოთხოვნილებები და სურვილები აქვთ. ბოლოსდაბოლოს ის ახალგაზრდა გოგოა. მე არ შემიძლია სერიოზულად ვიფიქრო ქორწილზე ასეთ ახალგაზრდა ქალთან. მეც ახალგაზრდა ვარ. მე ჯერ ამაზე კონცენტრირება არ შემიძლია. მე უნდა განვითარდე, ვიყო კაცი და გავხდე უკეთესი კრის ბრაუნი'.
ქსელში რიანას ახალი ფოტო გამოჩნდა, რომელმაც მომღერლის თაყვანისმცემლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოტო გადაღებულია სცენაზე გასვლის წინ, სადაც ნახევრად შიშველ მომღერალს სტილისტი ვარცხნილობის უკანასკნელ შტრიხებს უკეთებს...
რიანა არა მხოლოდ ალბომზე, კლიპებზე და კოლექციებზე მუშაობას ასწრებს, პარფიუმერულ ხაზსაც ამუშავებს. მომღერალი სუნამოს „777 Nude by Rihanna Diamonds" ლიმიტირებულ სერიას გვთავაზობს.
კოლექცია მხოლოდ 777 ცალისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს უნიკალური ნომერი და რიანას ავტოგრაფი აქვს. მომღერალს პარფიუმის შექმნის იდეა საგასტროლო ტურნეს დროს დაებადა, რომლის დროსაც მან 7 კონცერტი 7 სხვადასხვა ქალაქში 7 დღეში გამართა.
სუნამოს სურნელი სრულად იმეორებს 2012 წელს გამოსული პარფიუმის „Nude" სურნელს - ეს არის მსხლის, მანდარინის, გუავას, ფორთოხლის, ჟასმინის და გარდენიას არომატის მიქსი. მთავარი ნოტი კი ვანილის ორქიდეაა.
რირიმ კრის ბრაუნის საჩუქარში მილიონი დოლარი გადაიხადა
05.05.2013
რიანამ კრის ბრაუნისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარი შეარჩია - ეს 1,08 მლნ. დოლარად ღირებული 2009 წლის Mercedes-Benz-ია. ავტომანქანის ეს მოდელი SLR Stirling Moss შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. მსოფლიოში ასეთი მანქანა მხოლოდ 75 ცალია.
„ახლა კრისი მეგობრებთან ერთად ლას-ვეგასშია და მიტომ დაბადების დღის საჩუქარს ლოს-ანჯელესში ჩამოსვლისას, მომავალ კვირაში მიიღებს" - აცხადებს რირი. მისი თხოვნით ავტომობილს წითელი ტყავის სავარძლები აქვს, რომლებსაც კრისის ინიციალები ამშვენებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები რიანას და კრისის დაშორების შესახებ, თუმცა წყვილი რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს. რირი შეყვარებულთან ერთად ლოს-ანჯელსის ერთ-ერთ ბუტიკში საყიდლებზე იყო გასული...
წყვილს ამჟამად შემოქმედებითად რთული პერიოდი აქვს - რიანა საგარტორლო ტურნეს საკითხებს აგვარებს, კრისი კი დღე და ღამე ხმისჩამწერ სტუდიაშია, სადაც ხანდახან ჯეილოც კი აკითავს...
ასეთ მძიმე დღეებშიც კი ახერხებენ შეყვარებულები მოიცალონ ერთმანეთისთვის და სასიამოვნოდ გაატარონ დღე.
Chanel-ის სახლის ისტორიის ფურცლებზე ცნობილი სახეების გრძელი სია იკითხება, რომლებიც მარკას რეკლამას უკეთებდნენ... მათ რიგებში აღმოჩნდა რიანაც! სწორედ ასეთი ხმები გავრცელდა პრესაში. ოფიციალური მონაცემი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ცეცხლი ნაპერწკლის გარეშე არ ჩნდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრენდის აქსესუარების რეკლამის შესახებ.
ასეთი ხმების გავრცელების ერთ-ერთ მიზეზი რირის ფოტოებიც გახდა, სადაც სწორედ Chanel-ის აქსესუარებით იწონებს თავს...
სხვა როგორ უნდა აიხსნას ამ რაოდენობის ბროში, სამაჯური, ყელსაბამი, ჩანთა და ლაგერფელდის ავტორობით შექმნილი სათვალე, რომელიც სულ ცოტა ხანია რაც მომღერლის გარდერობში გაჩნდა?