მხიარულმა მომღერალმა პიკმა "Redbook”-თვის მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე.
ვარსკვლავმა მომავალი მეუღლე მოტომრბოლელი კერი ჰარტი 2001 წელს გაიცნო. ოთხი წლის შემდეგ, ერთ-ერთი რბოლის დროს, პინკმა უცნაური მეთოდით თვითონვე შესთავაზა კერის დაქორწინება - პატარა დაფაზე ორი სიტყვა დაწერა და ზემოთ ასწია: „შემირთავ ცოლად?.."
2008 წლის თებერვალში წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ამავე წელს გამოვიდა კლიპი სიმღერაზე „so what?”, რომელიც მომხდარს ეძღვნებოდა. კლიპში თავად კერი ჰარტი მონაწილეობს. 11 თვის დაშორების შემდეგ პინკმა კვლავ გადაწყვიტა შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადაედგა.
„კერიმ მთხოვა საახალწლო წვეულებაზე გამოვსულიყავი მისივე კლუბში ლას ვეგასში,"-იხსენებს პინკი, „ მისი ნახვა ძალიან მინდოდა. ეს ის პერიოდი იყო როდესაც განშორების შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ფანტასტიურად გამოვიყურებოდი. კერი ნომერში დავპატიჟე და ფოტოალბომი ვანახე, რომელსაც ერთი თვის მანძილზე მისთვის ვამზადებდი. ალბომი იმ ბარათებისგან იყო გაკეთებული, რომელსაც ხშირად მჩუქნიდა. ერთ-ერთ ბოლო გვერდზე ჩავაკარი ჩემი ფოტო, რომელშიც მთლიანად სისხლიანი ვარ. ფოტოს გავუკეთე წარწერა"ეს მე ვარ შენს გარეშე", შემდეგ გვერდზე კი, ახალშობილი ბავშვის სურათი ჩავაკარი და მივაწერე: „ამ თემაზე ჯერ არაფერი მაქვს მოსაყოლი". სულ ბოლო გვერდზე განქორწინების საბუთები დავდე, რომელიც ჯერ კიდე ხელმოუწერელი იყო. და ბოლოს, კერის საყვარელ საცვალში გამოწყობილმა ვუთხარი: „დანარჩენი შენ გადაწყვიტე..." მალევე, ერთ-ერთ ტელეშოუში მომღერალმა განაცხადა, რომ ქმარს შეურიგდა. 2011 წლის 2 ივნისს პინკს და კერის გოგონა შეეძინათ, რომელსაც შილოუ სეიჯი დაარქვეს.
ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, 2012 წლის შემოდგომაზე პინკის მორიგი ალბომი გამოვიდა სახელწოდებით „ The Truth About Love". პირველივე სიმღერა „ Blow Me (One Last Kiss)" Billboard Hot 100-ის მეცხრე ადგილზე მოხვდა. ალბომმა კი ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოპ- ალბომი" გრემი მოიპოვა.
პენელოპა კრუსი პატარა ლეოსთან ერთად ბარბადოსზე ისვენებს. ზღვაში ბანაობისას ისინი პაპარაცის ობიექტივში აღმოჩნდნენ. პენელოპა შვილთან ერთად პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა იქ და დაბინავდა სასტუმრო ’Sandy Lane’-ში. გავრცელებული ინფორმაციით, პენელოპამ Orchid Suites-ის ტიპის ოთახი იქირავა და ღამეში 1000$-ს იხდის. პენელობა და მისი მეუღლე ჰავიერ ბარდემი მეორე შვილს ელოდებიან. მსახიობმა ან ვერ შეამჩნია პაპარაცი ან სპეციალურად არ აარიდა ობიექტივს თავი. უნდა აღინიშნოს, რომ ფეხმძიმობას დიდად არ შეუცვლია მსახიობის ლამაზი სხეული და სახე.