Britney Spears-ი კვლავ ახერხებს საზოგადოების გაოცებას. ამჯერად მომღერალს ამის საშუალება ჟურნალმა ”Shape”-მა მისცა. პოპ ვარსკვლავმა გამოცემისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საცურაო კოსტიუმში გვევლინება.
რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ Britney-ზე, რაც არ უნდა კარგად გვახსოვდეს მისი ექსცენტრიული გამოხტომები, მომატებული კილოგრამები და კრიტიკას არ ვიშურებდეთ მისი ვოკალური მონაცემებისადმი უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა მართალც შესანიშნავად გამოიყურება, მისი სხეული კი ისეთივეა, როგორც 2003 წელს.
”Shape”-თან ინტერვიუში მომღერალმა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ხერხებსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ისაუბრა.
იმედი ვიქონიოთ, რომ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით სხეულის იდეალურ ფორმებს დიდხანს შეინარჩუნებს და კვლავ ძველი Britney იქნება
ქსელში ბრიტნი სპირსის მორიგი ცელულიტებიანი ფოტოები გამოჩნდა
05.05.2013
პაპარაცებმა ბრიტნი სპირსი კალიფორნიაში დააფიქსირეს, სადაც პოპ-ვარსკვლავი სპორტდარბაზს ტოვებდა. ფოტოებზე აღბეჭდილია მომღერლის ცელულიტებიანი ფეხები, რომლებმაც ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია..
ბრიტნი ყოველ დღეს ახალ ბოიფრენდთან, დევიდ ლუკადოსთან ერთად ატარებს... თუმცა, რომატიულ საღამოებს და რესტორანში ვახშმობას წყვილი სუპერმარკეტებში საყიდლებზე სიარულს არჩევს...