ნატალი პორტმანი მაიკლ ფასბენდერს გაუწევს კომპანიას უილიამ შექსპირის უკვდავი ტრაგეიის -'მა1ბეთის' ახალ ეკრანიზაციაში.
მსახიობს შოტლანდიელი ლორდის მეუღლის როლი შეხვდა, რომელსაც გამეფება სურს. ფილმის რეჟისორი 'თოვლის ქალაქის' შემქმნელი ჯასთინ კურზელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პორტმანსა და ფასბენდერს ერთად უნდა ეთამაშათ ფილმში ' ჯეინმა იარაღი აიღო', მაგრამ გადაღებების დაწყებამდე მსახიობმა უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე.
ნატალი პორტმანმა ჟურნალის Madame Figaro ივლისის ნომერი დაამშვენა
30.08.2012
ნატალი პორტმანმა მკითხველს უამბო საკუთარ თავზე.უნდა დააფასო წარმატება: „მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ იღბალი მწყალობს. მე კარგად ვიცი, რომ ძალიან ბევსრ უბრალოდ არ ირჩევენ, მიუხედავად მათი ნიჭისა და შრომისმოყვარეობისა. ასეთია შემთხვევითობის კანონი"პატარა გოგონას გარეგნობა: „ ძალიან უცნაურია, მაგრამ ჩემი გარეგნობა ხშირად ხელს უშლის რომ დაინახონ ჩემში ქალი. ამავე დროს მე უკვე იმდენი ხანი ვარ ამ ბიზნესში, რომ ბევრს 40 წელს გადაცილებული ქალი ვგონივარ"თავის რეპუტაციაზე „ინტელექტუალი ქალი": ეს დამოკიდებულია კონტექსტზე. ჰოლივუდში მე მთვლიან ჭკვიან ქალად, მაგრამ სხვა წრეებში შესაძლებელია გამოვიყურები როგორც შტერი მსახიობი. ამერიკაში მე მთვლიან ევროპელად, ხოლო ევროპაში გამოვიყურები როგორც ამერიკელი"
ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი ნატალი პორტმანი გათხოვდა. როგორც იუწყება გამომცემლობა People, მისი მეუღლე გახდა ფრანგი ქორეოგრაფი ბენჯამენ მილპიე, რომელიც პორტმანმა გაიცნო „შავი გედის" გადაღებების დროს. დახურული ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ მხოლოდ ნათესავები და უახლოესი მეგობრები ჩატარდა კალიფორნიის ქალაქ ბიგ–სიურში. პორტმანი და მილპიე დაქორწინდნენ ებრაული ტრადიციის შესაბამისად.